ფლორანიუსის სურნელი სოფოს გულსამყაროში

19 November 2011

ცეცხლის ,, ფერები ,,



ყოველთვის მომწონდნენ რიჟები და ჭორფლიანები და მინდოდა მეც მათნაირი ვყოფილიყავი. მინდოდა და სულ მენდომება. ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი ორიგინალური და ვთვლი რომ წითურები და ჭორფლიანები საკმაოდ გამორჩეულები არიან. 


 ძალიან ბევრს მოსწონს ჭორფლიანები და რიჟები მაგრამ თვითონ ასეთ ადამიანებს უფრო მეტად კომპლექსი აქვთ თავისი გარეგნობის გამო არადა მათ გარშემო ხალხს ისინი ძალიან მოსწონთ. ყველაზე ჭორფლიანები ♥ ყველაზე ლამაზები ყველაზე საყვარლები
   
რიჟა გოგონების უმეტესობა ძალიან ლამაზია ვინც მინახავს რიჟა ყველა მომწონებია და რავიცი. მთავარია როგორი ადამიანი იქნები და თმის ფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ მაინც წითურებს უფრო ვაფასებ მე პირადად.  ხო ამბობენ რო რაღაც წინა ცხოვრებაო და რაღაცეები იმედი მაქვს ეს ცხოვრება ჩემთვის პირველია და შემდეგ ცხოვრებაში რიჟა ვიქნები. მაგრამ მე ვინ მომცა მაგის ბედი. 

ეხლა რიჟებო ძაანაც არ გაგიტკბეთ ( : დდ ) ისე შავგვრემანებიც და ქერებიც თავისებურად ლამაზები არიან მაგრამ .. მაგრამ აჰა მე პირადად რიჟუუნიეებზე და ჭორფლიანებზე ვგიჟდები, მაგრამ ისე არავინ დაქალი არ მყავს წითური ან ჭორფლიანი და ძაან მინდა ვინმე გავიცნო რა მე რო მიყვარს ისეთი ცეცხლისფერი.





13 November 2011

Simon ♥





Simon Nessman კანადელი მოდელი დაბადებული 1990 წელს. ყველაზე ცნობილი  Versace და D&G - ს სახე.  Simon Nessman ერთ ერთი ყველაზე წარმატებული მამაკაცი მოდელი, თუმცა ძალიან ახალგაზრდა მუშაობდა ცნობილ ფოტოგრაფებთან როგორებიც არიან  Mario Testino, Mert Alas და  Marcus Piggott.  ამჟამად ის არის Top 5 მამაკაც მოდელებს შორის. 

























                            

12 November 2011

Anne ♥

ენ ჟაკლინ ჰეტეუეი დაიბადა 12 ნოემბერს 1982 წელს ბრუკლინში, ნიუ–იორკი. ჯერარდ ჰეტეუეი, ენის მამა, ადვოკატი იყო, დედა კი – ქეით მაკკალეი – მსახიობი. გოგონა ძალიან დაინტერესებული იყო თეატრით. ენი მიიღეს თეატრალურ ჯგუფში,სადაც მან წარმატებულად დაიწყო თავისი ბავშვური როლების შესრულება. 


.

1998 წელს ის სკოლის გუნდის შემადგენლობაში გამოვიდა კარნეგი ჰოლში. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის რამოდენიმე დღის შემდეგ მან სინჯები გაიარა ტელევიზიაზე და ის დაამტკიცეს ერთერთ როლზე ტელესერიალში «Get real». სერიალმა ეთერში დიდ ხანს არ იარსება, მაგრამ ახალგაზრდა მსახიობმა მოასწრო მაყურებლების სიყვარულის მოპოვება, მისმა თამაშმა კი კრიტიკოსების საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა.  
, ცნობილი, როგორც უბრალოდ ენ ჰეთეუეი არის ამერიკელი მსახიობი. მისი დებიუტი შედგა 1999 წლის ტელესერიალში "გახდი ნამდვილი", მაგრამ პირველი თვალსაჩინო როლი ითამაშა დისნეის საოჯახო კომედიაში "პრინცესას დღიურები" (2001ჯული ენდრიუსთან ერთად. ჯული ენდრიუსთან – გამოცდილ მსახიობთან მუშაობამ ბევრი რამ ასწავლა ახალბედას. ამ ფილმმა ენის კარიერა შექმნა.2002 წელს მან მონაწილეობა მიიღო ანიმაციური ფილმის კატის დაბრუნების (ინგლ. the cat returns) გახმოვანებაში. სადაც იგი ახმოვანებს "ჰარუს".





ვადაგასული მუზის ბოდვები //

შენ თუ ამ პოსტს კითხულობ ესეიგი დიდი ხნის ტვინის ჭყლეტვამ შედეგი გამოიღო და მოვიდა სანატრელი მუზა. შენ თუ ამას კითხულობ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ ზიხარ კომპიუტერთან , ხარ შემოთრეულბრძანებული ჩემ ( ს ) ბლოგზე , და ფიქრობ რა ნაბოდვარი რაღაც წერია ამას უნდა ჰქონდეს ბლოგი და მე არაო ? მაგრამ შეიძლება შენ ბლოგი გაქ და იმას ფიქრობ ასეთი რაღაც მე რატო არ მომაფიქრდაო. ნუ რასააც არ უნდა ფიქრობდე ეგ უკვე შენი საქმეა .
 მინდა გითხრა რომ რაც წაიკითხე იმის მერე თუ გგონია გავგიჟდი გეტყვი რომ არ გავგიჟებულვარ მაგრამ ხომ შეიძლება გავგიჟდე ? ( მართალია არ ვიცი რომელი ხარ მაგრაამ მაინც ვიტყვი ,, შენ ხელში კიდე კარგად ვარ ,, )
  ანუ კითხულობ რაღაცას და ვერ გაგიგია რა არის ეს ? რა აზრია ჩადებული ?  ან საერთოდ რამ შემოგიყვანა ამ ბლოგზე ? ტყუილად დროის კარგვაა ?
 - მე რა ვალდებული ვარ მაგ შკითხვებზე გიპასუხო ? : დდ დაფიქრდი და თვითონ მიხვდები თუ ვერ მიხვდები
< -- გვერძე ჩემი ,, ფ ბ ,, ა მიწეპებული და მომწერე თუ რამეა . . .  < 3
ეს ბლოგი იმისთვის შიქმნა ( შევქმენი ) რომ შენი ცხოვრების რამოდენიმე წამი გაგეტარებინა ჩემ ( ს ) ბლოგზე ხეტიალით . .  ანუ გამოდის რომ ყველაფერს შენთვის ვაკეთებ . . . შენთვის რა ? მკითხველისთვის მაგრამ შენ ხო ხარ მკითველი ამ წუთას ანუ ეს პოსტი შენთვისაა დაწერილი . ანუ ხედაავ ? შენთვის რამდენ რამე ვაკეთებ შენ კიდე არ მიფასებ : (( თუ შენთვის ამდენ რამეს ვაკეთებ ესეიგი მიყვარხარ ნუ თუუ გიცნობ მაგ შემთხვევაში : დდ მაგრაამ თუ გინდა ისეეც მეყვარები არაა პრობლემა < 3 სხვას ვეღარაფერს ვწერ ( ვბოდავ )  მოკვდა ჩემი მუზა და რო გაცოცხლდება ( გავაცოცხლებ მე ხო გმირი ვარ ( მმ ) ) მერე დაგელაპარაკები კიდევ კომპი - კომპის ეკრანიდან. ოღონდ ეს ჩვენი დღევანდელი საუბარი საიდუმლო იყოს კაი ? ! ჩუუუ !














10 November 2011

ერთად დავიპყროთ პოეზიური სასაფლაოს გვერძე რომ მთებია აი ეგენი *

8 ა კლასი მთლად დალაგებული კლასი რომ არაა მაგაას თქმაა აარ სჭირდება მაგრაამ რაც უკვე პოეზიური განვითარება დაიწყო კლასში უფრო გავაფრინეთ. კლასში ჩამოყალიბდა პოეზიურად ბობოქარი მწერლების ჯგუფი. ანუ ლეკიაშვილი და ტაბატაძე , პოეზიურ სამყაროში ცნობილები არიან როგორც კარატაბასი და კარალეკისი . . მათ შემოქმმედებაში შედის უამრავი ლექსი თუ მოთხრობა. მაგალითად 
        მე   მან მომიტანა
კარატაბასმა პასტა მომიტანა
ჩემმა ტვინმა მუზა მომიტანა
ყველაფერს ვიწყებ ნულიდანა                                  
გულმა სიყვარული მომიტანა
სიყვარულმა ფიქრი  მომიტანა
ფიქრმა ოცნებები მომიტანა
ფუჭი ოცნებები მომიტანა
დრომ განშორება მომიტანა
განშორებამ ტკივილი მომიტანა
გულის ტკივილი მომიტანა
კარატაბასმა კაპლი მომიტანა
კაპლმა სიმშვიდე მომიტანა
სიმშვიდემ მუზა მომიტანა
ყვერაფერს ვიწყებ ნულიდანა
გულმა სიყვარული მომიტანა
  როგორც ანუკიმ დაითვალა სულ ნახსენებია 14 ,, მომიტანა ,,  და როგორც ანუკიმ განაცხადა ამ ლექსმა მას მაგარი ფიქრები მოუტანა. 
არრ გვეყო ეს და გადავედით დღესასწაულების გამართვაზე პირველი დღესასწაული 8 ა -ში იყო ,, კობაობა ,,  ამ დღესასწაულის ფარგლებში მთელს სკოლაში დარიგდა ფლაერები წარწერებით კობა გვიყვარხარ ,კობა მაგარია , ზე ბოი კობა და ასე შემდეგ. ფლაერების დამზადებას შეეწირა არუსიასა და ომას რვეულები , ჩემი რვეულიდან ჩუმად ამოხეული ფურცელი და კიდევ ბევრი ფურცლები. მთელი კლასი მოირთო ფურცლებით, დაფაზე წარწერებით რის გამოც სულიერად გაგვანადგურა დამრიგებელმა მაგრამ ეს ამად ღირდა. ამ თვის 25 ში ( ანუ ჩემ დაბადების დღეზე ) კობაობა განმეორდება და ილოცეეთ იმისთვის რომ რაც დამრიგებელი ამას გაიგებს ცოცხალი დაგვტოვებს მთელს 8 ა - ს . . 
ჩვენს კლასში ხშირად შეესწრებით ასეთ სასაცილო მომენტებს 

 - ისტორიის მასწ : ლეკიაშვილი სად მდებარეობს ეგვიპტე ?
- ლეკიაშვილი : მდინარე ნილოსთან რესკი პავაროტი როა .. ( ატყდა კლაში სიცილი))
- ისტორიის მასწ : რა ესაზღვრება ეგვიპტეს ? 
- ლეკიაშვილი : წითელი ზღვა და ნაცრისფერი ინდაური
აამ დროს რომა (ჩემი კლასეელი )) გამწარებული ლაპარაკობს ..... ბლაა ბლაა ბლააა
- ისტორიის მასწ : როომა თუ არ გაჩუმდეები ამ კითხვის პასუხს შენ წაგაკითხებ !!!
- გორგაძე : როომაა так что тихо ....
 ამასწინად ნუ ამასწინად რა გუშინ კლასში ბიჭებს ხელში ჩააკვდათ 2 მერხი , რომლის გაცოცხლეებაც ხდებოდა ხელოვნების გაკვეთილზე მაგრამ იმდენად იყო დანგრეული რომ ვეღარ გაკეთდა და დაიწყო ახალი პრობლემა კლასში ანუ რაღაც სასჯელი გველის ? მაგრაამმ შენც არ მომიკვდეე დამრიგეებელს არ გაუგია .. ნუ გაიიგო მაარაა სხვა კლასს დავაბრალეეთ.
 შარშან ჩვენი კლასის ქვემოთ მდებარე კლასში ნათურები ჩამოიყარა და კინაღამ ბავშვს მოხვდა თავში მაგრამ კინაღამ არ ითვლება ანუ არ მოხვედრია მაგრაამ ხომ შეიძლებოდა მოხვედროდა ? და ამაში მხოლოდ 8 ა კლასია დამნაშავე ააიი დასვენებაზე კლასს კარგად რომ უვლიან იმიტომ. ეეს იყო და ეს ნუ ჯერჯერობით და 25 ში რააც მოხდება იცოოდეეთ ჩემი ბრალი არააა : დდ 





09 November 2011

მარილივით თეთრი '

რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან აურიეს ამ ამინდებმა.არეული ხალხი არ მეყოფოდა ეხლა ეს არეული ამიდიც რომ დაერთო თან. ვეღარ გადაუწყვეტია იწვიმოს, ითოვოს თუ მზე გამოვიდეს. გადაწყვიტოს ბოლოს და ბოლოს ერთი რამე და სულ ისე იყოს.                            
    ნუსასურველია მზიანი ამინდები იყოს. უკვე ვეღარც იმას გაიგებ დღეა თუ ღამეა. შევხედავ საათს 5 საათია გავიხედავ გარეთ შუა ღამე გეგონება. ამ მზეს რაღა დაემართა, დაბერდა თუ ეზარება უკვე მთელი დედამიწის გათბობა. როცა ხასიათზე იქნება მაშინ გამოანათებს ხოლმე, ისიც ათასში ერთხელ. მზის ასეთ ჭირვეულობის გამო მეც მთელი დღე სახლში ჯდომა მიწევს,რაც 
სულს მიხუთავს. მომენატრა უკვე გარეთ ბოდიალი და სურათების გადაღება.ერთადერთი რაც უშიშრად ანათებს ცის კამარაზე მთვარეა რომელიც ღამით გარეთ გამოსულ ხალხს გზას უნათებს. მართალია ზამთარში ჩემი დაბადების დღეა მაგრამ მაინც ვერ ვიტან ამ ზამთარს რა. უკვე მალე მომიწევს ჯემპრებში ჩახრჩობა. მართალია ახლა დაიწყო ზამთარი ნუ დაიწყო რო ? მაგრამ ერთი სული მაქვს როდის გავა ერთადერთი რაც მაიმედებს ისაა რომ დრო მალე გადის და იმედია ჩემ ჯინაზე არ დაიწყებს ზლოზინს. ვიმედოვნებ მალე გამოგეთხოვები მარილივით თეთრო ზამთარო . : || 
 თუ ასეთი ყინვეები იქნება თავს მოვიკლაავ  : დდდ ( ნუ ეს უბრალო სიტყვებია )) 

08 November 2011

გადარეულლი მე ♥


მე ? მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ . . .  ვისთვის ჩვეულებრივი ვისთვის არაჩვეულებრივი. გოგონა რომელიც ამ ბლოგის "პრინცესაა"  დაიბადა 1997 წლის 25 ნოემბერს თუ გამოთვლა გეზარებათ გეტყვით რომამჟამად გახლავართ 13 წლის. გოგონა რომელიც არაფრით გამორჩეული ქალაქის პატარა ნაწილია. გოგონა დიდი გულით სადაც უამრავი ცოცხალი არსება დაძრწის. ვთვლი რომ საკმაოდ თვილი ბავშვია მაგრამ ალბათ თქვენ უკეთესად იცით. ასე ვთქვათ ეს ადამიანი ჯანმრთელი ავადმყოფია . . იგი დაავადებუილა სურათების მოჭარბებული გადაღებით , All Star - ის კეტებით, ხოლო მუსიკალური გემოვნება აქვს ძალიან მაღალი. გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია ნაყინი დღეში სამჯერ, მოდელების ხატვა ძილის წინ და ბლოგზე უგზო უკვლოდ ხეტიალი მთელი დღე, ნუ ერთი კვირა მაინც. ეს ჩვენი ეგრედ წოდებული ჯანმრთელი ავადმყოფი უკვე დაიღალა წერით, ნუ არ დაღლილა მაგრამ მისი მუზების ზღვაში მოქცევა დაიწყო ამითომაც ზღვაში შესვლა შეუძლებელია. ახალი პოსტი ბლოგზე დამთავრებულია ან გასულია მუზების ზღვაში საჭღუმპალაოდ . . . უი ხო და რაც მთავარია მისი სახელია სოფო , სოფიკო , სოPhie , Sophone  და ა.შ 

 < -- აუციილებლაად ჩამოგაკითხაავ პარიზში ჩეემოოვ ( ჰუუგ ) 
 <  -- ასეთი მიინდა : ხხ ( თან ძალიან )) 

ჩემი ცხოვრება იწყება და მთავრდება ამით  --->
 < -- ასეეთი კააბა როოგოორ ვეერ უნდაა ვიშოოვვოო : დდ 
 დადგებაა დრროო და ჩეემი გახდეებბიიი ( აუცილებლად !! ) 

 < --- ამ ფოტოზე ვგიჟდებიიიი  

07 November 2011

ჩემთვის განსაკუთრებულია ^

სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი ვინაა ეს ბიჭი, რამდენი წლისაა, როდის დაიბადა, ან საერთოდ ვინაა რას წარმოადგენს მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთ დღეს უეცრად წავაწყდი YouTube - ზე მის ვიდეოს და ამის მერე ვგიჟდები მასზე. რაღაც საოცარი ხმა აქვს ნუ მე მომწონს და იმედია თქვენც მოგეწონებათ. ყველანაირად გამორჩეული ადამიანია ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ნუ ალბათ დაგაინტერესებდათ ვისზე ვარ ასე ძალიან გაგიჟებული ხოდა ამიტომ დავწერე პოსტი რომ გამეცნო თქვენთვის Tanner Patrick ... *